02:16 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-17 10:56:45, 2347 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ს ელჩი: უკრაინა თავდაცვით ლეტალურ იარაღს უფასოდ მიიღებს

აშშ-ის ელჩმა უკრაინაში მარი იოვანოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინა ამერიკისგან 41,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ლეტალურ თავდაცვით იარაღს, რომლის მიწოდებაზეც აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება გასული წლის ბოლოს დაამტკიცა, უფასოდ მიიღებს. ინფორმაციას gordonua ავრცელებს. 

„გასულ წელს ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინისთვის დამატებითი თავდაცვითი საშუალებების მიწოდების შესახებ. ამ დროისთვის, ცნობილი არაა თუ როგორ უნდა მოხდეს ეს. ჩვენ გვაქვს გარკვეული პროცედურები ამ გადაწყვეტილებების რეალიზაციისთვის. ინფორმაცია კონგრესს უნდა მივაწოდოთ და მხოლოდ ამ პროცედურების გავლის შემდეგ დაიწყება მისი რეალიზება“,- განაცხადა იოვანოვიჩმა.

ელჩის განცხადებით, უკრაინა ამ შეიარაღებას აბსოლუტურად უფასოდ მიიღებს. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 21 დეკემბერს მიიღო. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics