|
2018-01-11 10:38:51, 1719 ნახვა
კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი თემრილან მაჩალიკაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სპეცრაზმის მიერ მიყენებული ჭრილოპბისგან გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სახელმწიფომ და ექიმებმა მაჩალიკაშვილისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთეს: „სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ოპერაციის დეროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა. თუცა, სახელმწიფომ და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. რა შედეგითაც არ უდნა დასრულდეს გამოძიება, მინდა, სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს“,-აღნიშნა პრემიერმა. თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.ჯანდაცვის სამინისტრო თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის გასაგრძელებლად პაციენტის ოჯახის მიერ შერჩეულ თურქულ კლინიკასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშილმა დაკავებისას ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რა დროსაც მისი მისამართით გასროლა განხორციელდა. მაჩალიკაშვილი ახმედ ჩატაევთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)