|
2018-01-08 13:41:42, 1551 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი გვრიტიშვილი: ვახტანგ მჭედლიშვილი შესაძლოა, გარკვეული ძალების დაკვეთას ასრულებდა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის შეფასებით, საბჭოს წევრი "ვახტანგ მჭედლიშვილი შესაძლოა გარკვეული ძალების დაკვეთას ასრულებდა". როგორც გვირტიშვილმა აღნიშნა, მჭედლიშვილის განცხადებები ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებელი იყო. "ბატონი ვახტანგ მჭედლიშვილი, თქვენც ხედავდით საზოგადოებისთვისაც ცნობილი იყო, ხშირად ფიზიკურად არ მონაწილეობდა საბჭოს საქმიანობაში. ხშირ შემთხვევაში მისი განცხადებები იყო გარკვეულწილად დაუსაბუთებელი და ცილისწამების ელემენტებს შეიცავდა მოსამართლე წევრების მიმართ. მას ჰქონდა ხშირად ისეთი ინიციატივები, რომელიც მიზნად ისახავდა გარკვეული საკითხების განხილვის დროში გაჭიანურებას. ზოგადად ბატონი ვახტანგის საქმიანობას საბჭოში დადებითად ვერ შევაფასებ. მაგალითად ფიზიკურად არდასწრება მოსამართლეების გასაუბრებაზე, კენჭისყრაში მონაწილეობის არმიღება, როცა წყდება საკითხი და თუ არა მოსამართლე თანამდებობაზე. მისი მოტივაცია მე ვერ მოვისმინე როცა იგი ამ გადაწყვეტილებებს იღებდა. შესაძლებელია იგი სწორედ გარკვეული ძალების დაკვეთასაც ასრულებდა. აშკარად რიგ შემთხვევებში ვერ ვხედავდით მოტივაციას და ჯანსაღ აზრს მის ინიციატივებში და ქმედებებში", - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)