|
2018-01-05 13:36:10, 1990 ნახვა
კომენტარი
რადას დეპუტატი: სასამართლოს გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა, სააკაშვილის საქართველოში დეპორტაცია მოხდეს
თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილება ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველა იურიდიულ საშუალებას იძლევა, რომ საქართველოში მისი დეპორტაცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი იგორ მოსიჩუკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც მოსიჩუკმა აღნიშნა, სააკაშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სცნეს დამნაშავედ. "ქართველი იანუკოვიჩი....თბილისის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ სცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და მას ამნისტიით, საბოლოო ჯამში 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სანამ სააკაშვილი საქართველოში პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, მან 3 ადამიანი შეიწყალა, რომლებიც მკვლელობაში იყვნენ ბრალდებულები. ეს წმინდა სისხლის სამართლის საქმეა. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ყველა იურიდიულ საშუალებას იძლევა, რომ სააკაშვილის დეპორტაცია უმალვე განხორციელდეს", - წერს დეპუტატი. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს გირგვლიანის საქმეზე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)