|
2018-01-04 19:32:09, 1926 ნახვა
კომენტარი
ილია მეორე: თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, მე ვერ ავიტანდი ამ სიმძიმეს
„თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, მე ვერ ავიტანდი ამ სიმძიმეს“, - ასე მიმართა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში მისი 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას. „მე მინდა მადლობა მოგახსენოთ იმ თანადგომისათვის, რაც თქვენ გამოიჩინეთ ამ ორმოცი წლის მანძილზე. მე ვერ შევძლებდი ამ მძიმე ტვირთის ზიდვას თქვენი დახმარება რომ არ ყოფილიყო. კიდევ ერთხელ მადლობას გიძღვნით თქვენი სიყვარულისათვის. თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო მე ვერ ავიტანდი ამ სიმძიმეს. ღმერთმა დაგლოცოთ“, - განაცხადა პატრიარქმა. ცნობისთვის, საპატრიარქოში დღეს პატრიარქის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სხვებთან ერთად ღონისძიებაზე პატრიარქს დაბადების დღე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ მიულოცეს. დღესვე, საპატრიარქოში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადაფინანსებით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული „ბიბლიის“ პრეზენტაცია შედგა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)