|
2017-12-27 15:43:43, 1939 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: ახალი ფრაქციების შექმნა ხარჯებში რაიმე ძირეულ ცვლილებებს არ გამოიწვევს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობაში დამატებით ორი ფრაქციის შექმნის მიზანს კიდევ ერთხელ განმარტავს: „თითოეული დეპუტატის მეტი ჩართულობისათვის საკანონმდებლო პროცესში და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცეში, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კიდევ 2 ფრაქცია შექმნილიყო. იქნება 7 და 11 კაციანი ფრაქცია. მათში შემავალი დეპუტატები არ არიან მხოლოდ ძირითადი, დიდი ფრაქციიდან. სხვა ფრაქციებიდანაც გადანაწილდნენ და გარკვეული გადაჯგუფება მოხდა ამ მიმართულებით, იქნება თემატური ჯგუფები, მაგალითად ერთ-ერთ ფრაქციას დაერქვა ძლიერი ეკონომიკა და ამ მიმართულებით იმუშავებენ და ეს ყველაფერი მართლაც შეუწყობს ხელს, რომ დეპუტატები მეტად იყვნენ პროცესებში ჩართული”,-განაცხადა მდინარაძემ. რაც შეეხება ფრაქციების შექმნით ხარჯების გაზრდის საკითხს, მდინარაძე ამბობს, რომ ამ თემაზე არასწორი ინფორმაცია ვრცელდება: „აბსოლუტურად არასწორია ის, რომ ეს რაიმე ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს ხარჯებში, რადგან ხარჯები დამოკიდებულია დეპუტატების რაოდენობაზე, ამის მიხედვით განისაზღვრება როგორც სამივლინებო, ისე აპარატის ხარჯები ფრაქციებში. ამიტომ, ხარჯებთან მიმართებით რაიმე განსაკუთრებული ცვლილებები არ იქნება ფრაქციების შიგნით”, -აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)