01:57 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 11:00:00, 1663 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: კონსტანტინე ზალდასტანიშვილი ყოველთვის გამორჩეულად იცავდა ქვეყნის ინტერესებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის სხდომაზე ავსტრიაში საქართველოს ელჩის, კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

პრემიერმა მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ზალდასტანიშვილის გარდაცვალება საქართველოსთვის უდიდესი დანაკლისია.

„სხდომა მინდა დავიწყო იმ ადამიანზე, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის და ბევრისთის ამ დარბაზში ახლო მეგობარიც იყო. კოტე ზალდასტანიშვილი, რომელიც ძალიან ღირსეული ადამიანი იყო. მიჭირს მასზე წარსულ დროში საუბარი. სულ რამდენიმე დღის წინ გვქონდა ბოლო კომუნიკაცია. მართლაც გამორჩეული, ქართველი, ჩვენი მეგობარი ჩვენი დიპლომატიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი და ისეთი ადამიანი, რომელიც ყველას გვეამაყებოდა. ძალიან მძიმა ეს დანაკარგი. მე პირადად მისგან, იმ მოკლე პერიოდში როდესაც ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და სასარგებლო რჩევა მივიღე. მას განსაკუთრებით უხაროდა როდესაც უზიარებდა თავის გამოცდილებას და გამოცდილება მას ძალიან მდიდარი ჰქონდა. იყო ყოველთვის იქ სადაც საქართველოსთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ყოველთვის გამორჩეულად იცავდა ქვეყნის ინტერესებს. ჩემთვის პირადად ეს დიდი დანაკლისია“, - განაცხადა გიორგი კვირიკასვილმა.

შეგახსენებთ, რომ 25 დეკემბერს ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ზალდასტანისვილი გარდაიცვალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics