01:57 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-25 20:34:30, 2060 ნახვა

კომენტარი
მიხეილ ჯანელიძე პატრიარქს ქვეყნის სულიერ სათავეში დიდხანს ყოფნას უსურვებს

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა  მიხეილ ჯანელიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს აღსაყდრებიდან 40 წლისთავი მიულოცა. 

 „ურთულესი 40 წელი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და სწორედ რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მისი სულიერი წინამძღვრობით ჩვენ შევძელით და ჩვენმა ქვეყანამ შეძლო , რომ დღეს ფეხზე დგას.  ჩვენ ვძლიერდებით,  ჩვენ  აუცილებლად მივაღწევთ დიდ წარმატებებს, სწორედ რომ იმ ქადაგებით და იმ ლოცვა-კურთხევით, რომელიც პატრიარქიდან აქვს ჩვენს ქვეყანას. მე ვუსურვებ მას დიდხანს სიცოცხლეს და დიდხანს ჩვენი ქვეყნის სულიერ სათავეში ყოფნას-განუცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს სვეტიცხოველში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ.

მიხეილ ჯანელიძე დღეს სვეტიცხოველში საზეიმო წირვას პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დაესწრო.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics