|
2014-12-31 13:45:39, 4089 ნახვა
სამხედრო
გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი-2014“-ში მონაწილეებს მედლები გადაეცათ. გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და სწავლების წარმატებით ჩატარება მიულოცა. მან 7 ოფიცერი, საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისათვის, მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. 7 სამხედრო მოსამსახურემ წარმატებული სამხედრო ოპერაციებისა და ფართომასშტაბიანი სწავლებების დაგეგმვისა და მართვისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“ მიიღო. მათ უწყებრივი მედალი გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გადასცა. 9 სამხედრო მოსამსახურე თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებებისთვის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა, გიორგი კბილცეცხლაშვილმა მედლით „სამშობლოსთვის თავდადებული“ დააჯილდოვა. სწავლება „დიდგორი-2014“-ში ღირსეულად მონაწილეობისათვის გენერალური შტაბის უფროსის მადლობა 68 სამხედრო მოსამსახურეს გამოეცხადა, ხოლო 4 ოფიცერი სამსახურეობრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით დაჯილდოებაზეა წარდგენილი. ცნობისთვის, სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2014“ ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“, ვაზიანსა და სენაკში ჩატარდა. „დიდგორი 2014“ სამთავრობო უწყებათაშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლებას წარმოადგენს. სწავლების მთავარი მიზანია კრიზისული და საომარი ვითარების დროს სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების დახვეწა, მართვისა და კონტროლის სისტემების გაუმჯობესება და საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბების მომზადება.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)