|
2017-12-25 15:19:24, 2368 ნახვა
კომენტარი
მეუფე ანტონი: არც ერთი მედია არ ექცევა თავისი ქვეყნის ეკლესიას ისე, როგორც საქართველოში
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი სინოდში შესაძლო დაძაბულობას ეხმაურება და მედიას ჭორების გავრცელებაში ადანაშაულებს. როგორც მეუფემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ადამიანებს პირადი შეხედულება გააჩნიათ, ეს დაძაბულობის არსებობას არ გულისხმობს. "შეტევა ტელევიიზიიდან, რადიოდან, ზოგადად მედიიდან მოდის. არც ერთი მედია, არსად, არ ექცევა თავისი ქვეყნის ეკლესიას ისე, როგორც საქართველოში ექცევით თქვენ. სულ ყველაფერს, ჭორზე აგებულს ავრცელებთ. უწინ იყო - კვამლის გარეშე ცეცხლი არ არსებობდა, კვამლი არ არსებობს თქვენ ისეთ ცეცხლს გააჩენთ და ისეთ რაღაცას მოიგონებთ. რას ხედავთ სინოდში, დაძაბულობის მაჩვენებელს?! ეგ გამორიცხული ამბავია. ერთს და ორს, თუ აქვს თავისი პირადი შეხედულობა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სინოდში არსებობს დაძაბულობა. ეს ასე არ არის", - განაცხადა მეუფე ანტონიმ. ცნობისთვის, დღეს სვეტიცხოვლის ტაძაარში პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლისთავი აღნიშნეს. აღსანიშნავია, რომ საღმრთო ლიტურგიას არ ესწრებოდა წმინდა სინოდის ნაწილი, მათ შორის მეუფე იაკობი, მეუფე პეტრე და სხვები. სინოდის წევრების ნაწილის არ დასწრების ფაქტზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)