|
2017-12-20 12:41:05, 1580 ნახვა
კომენტარი
ჩხენკელი: ჩვენი სურვილია საქართველოსა თუ უცხოეთში ორგანიზებულ ბანაკებში აფხაზი და ოსი მოზარდებიც აქტიურად ჩაერთონ
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ უმთავრესი აქცენტი არაფორმალური განათლების განვითარებაზე გაკეთდება. როგორც მან აღნიშნა, ამ მიზნით სამინისტრო ხელს შეუწყობს ზამთრის და ზაფხულის სამეცნიერო სკოლების საქმიანობას, მეცნიერების პოპულარიზაციასა თუ საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრებში სასწავლო მივლინებებს. „გაიზრდება ახალგაზრდულ და მოსწავლეთა ბანაკებზე ხელმისაწვდომობა. გაძლიერდება ინტელექტუალური კომპონენტი. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ზუსტ და საბუნებისმეტყველო, სახელოვნებო და სპორტულ მიმართულებებს. ამასთან, ქართველ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საერთაშორისო ბანაკებში წავიდნენ და საქართველოს ბანაკებშიც ვუმასპინძლოთ უცხოელ მოსწავლეებს, რაც მოზარდების დამეგობრებას და ახალგაზრდული დიპლომატიის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ჩხენკელმა. მინისტრის თქმით, სამინისტროს სურვილია საქართველოსა თუ უცხოეთში ორგანიზებულ ყველა ბანაკში აფხაზი და ოსი მოზარდებიც აქტიურად ჩაერთონ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)