|
2017-12-20 11:33:30, 1732 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო: ყველაზე მთავარი გამოწვევა ამბულატორიულ მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობაა
„ყველაზე მთავარი გამოწვევა ამბულატორიულ მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობაა“, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა. სერგეენკოს თქმით, ამ მიმართულეებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ეს არასაკმარისია. „ყველაზე მთავარი გამოწვევა არის მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ნაწილის და არა მარტო მათი წვდომა ამბულატორიულ მედიკამენტებზე. ამაზე ვფიქრობ ცალკე გვექნება დეტალური საუბარი. ამ მიმართულებით მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობაზე, პირველი ივლისიდან დავიწყეთ ახალი პროგრამა, რომელიც ამ ეტაპზე მოიცავს მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, ვისაც 100 ათასზე ნაკლები ქულა აქვს და გარკვეულ ჩამონათვლას მედიკამენტების, რომელიც ფარავენ ყველაზე უფრო გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს. ეს თავისთავად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა არ არის საკმარისი. ეს როგორც ჩამონათვალის მხრივ გაფართოება მედიკამენტების, ასევე ამ პროგრამით მოსარგებლეების გაზრდა ერთ-ერთი პირველი სტრატეგიული ამოცანაა, რაც ჯანდაცვის სისტემის წინაშე დგას“,-აღნიშნა სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)