|
2017-12-20 11:30:12, 1745 ნახვა
კომენტარი
გახარია: ვეცდებით, ვიყოთ მაქსიმალურად ღია უწყება, რითაც იმედი გვაქვს, ნდობას დავიმსახურებთ
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საზოგადოებასთან ეფექტური თანამშრომლობის გარეშე, ქვეყანაში კრიმინალის კუთხით არსებული პრობლემების დაძლევა შეუძლებელია. როგორც გახარიამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნა, შსს მაქსიმალურად ღია უწყება იქნება. შედეგად, მინისტრი იმედოვნებს, რომ საზოგადოების ნდობას მოიპოვებენ, რომელიც აუცილებელია მათთვის ეფექტური საპოლიციო სერვისის მისაწოდებლად. „მიუხედავად იმ აღქმისა, რომ საზოგადოებაში და ქვეყანაში კრიმინალი გაზიარდა, რა თქმა უნდა,არსებობს გარკვეული რეალური კომპონენტები მსგავსი აღქმის უკან, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საზოგადოებასთან ეფექტური თანამშრომლობის გარეშე მსგავსი პრობლემების დაძლევა შეუძლებელია.ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, ვიყოთ მაქსიმალურად ღია უწყება, რითიც იმედი გვაქვს, დავიმსახურებთ იმ ნდობას, რომელიც აუცილებელია ეფექტური საპოლიციო სერვისების მისაწოდებლად.იქ, სადაც გვექნება საშუალება, მაქსიმალურად დავიცავთ პოლიციის მუნდირს და პოლიციის ინტერესს“,-აღნიშნა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)