00:24 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-14 17:13:40, 2637 ნახვა

მსოფლიო
პუტინი: თუ ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვა, რუსეთში „მაიდნები“ მოხდება, ქუჩებში კი, „სააკაშვილები“ ირბენენ

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე კითხვა ჟურნალისტმა და რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ქსენია სობჩაკმა დაუსვა.

მან პუტინს ჰკითხა, დაუშვებდნენ თუ არა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის არჩევნებზე.

საპასუხოდ, პუტინმა ნავალნი მიხეილ სააკაშვილს შეადარა.

„თქვენს მიერ ნახსენები პირი (ნავალნი), ის სააკაშვილის რუსული ვერსიაა. თუ ოპოზიციას პროგრამა არ აქვს და ის ხელისუფლებაში მოვა, რუსეთში „მაიდნები“ მოხდება, ქუჩებში კი „სააკაშვილები“ ირბენენ“, - აღნიშნა პუტინმა და დასძინა, რომ რუსეთის მოსახლეობა მოვლენების ასეთ განვითარებას არ დაუშვებს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics