|
2017-12-14 17:07:46, 2669 ნახვა
მსოფლიო
პალესტინა მუსულმანურ ქვეყნებს მოუწოდებს, აშშ-ს და ისრაელს ბოიკოტი გამოუცხადონ
პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის მრჩეველმა მუსულმანურ ქვეყნებს მოუწოდა, ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის პროდუქციას ბოიკოტი გამოუცხადონ, - ამის შესახებ Anadolu იუწყება. "იქამდე, სანამ ისრაელი არ მიიღებს და არ იმოქმედებს საერთაშორისო კანონის ფარგლებში, ჩვენ მოვუწოდებთ მუსულმანურ ქვეყნებს ისრაელის და ამერიკის პროდუქციას ბოიკოტი გამოუცხადონ. აშშ და ისრაელი ერთ მხარეს არიან. ეს მუსულმანური კავშირის ინტერესებს არღვევს. ჩვენ არ მოვითმენთ არც ერთ ქმედებას, რომელიც ჩვენ წმინდა ადგილს ეხება. შეგვიძლია სხვადასხვა მტკივნეული ნაბიჯები გადავდგათ მათ ინტერესებთან მიმართებაში", -განაცხადა ალ-ხაბაშმა. შეგახსენებთ, რომ ვითარება ისრაელსა და პალესტინას შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც 6 დეკემბერს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)