|
2017-12-14 14:41:18, 1592 ნახვა
კომენტარი
რატიანი საპარლამენტო უმრავლესობას: საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს ნდობა და ეს ნდობა გაანადგურეთ თქვენ
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაბალ რეიტინგსა და მისდამი უნდობლობაში მმართველი გუნდი დაადანაშაულა. როგორც რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, არაადეკვატურია მიდგომა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ არის აუცილებელი, რეიტინგი ჰქონდეს. „როდესაც საუბრობენ, რომ არაა აუცილებელი საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰქონდეს რეიტინგი, რადგან ის ასრულებს ისეთ საზოგადოებრივ დაკვეთას რომელიც აუცილებელია, მაგრამ შეიძლება არ იყოს რეიტინგული, ეს მიდგომა საერთოდ არ არის ადეკვატური. ეს პოზიციები არ არის რელევანტური იმასთან მიმართებაში, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არა რეიტინგზე, არამედ ნდობაზე. საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს ნდობა და ეს ნდობა გაანადგურეთ თქვენ. 2012 წელს, ხელისუფლების გადაბარების შემდეგ იყო შანსი, რომ საზოგადებრივი მაუწყებლის ნდობა გაზრდილიყო, იმიტომ რომ ხელისუფლების შეცვლის პროცესში არის ასიმეტრიულობა და არ იყო დამოკიდებული მთავრობაზე, შესაბამისად მისი კრიტიკულობა იზრდებოდა. თქვენ ეს მომენტი გაუშვით ხელიდან“, - მიმარტა რატიანმა საპარლამენტო უმრავლესობას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)