|
2017-12-12 12:22:26, 1901 ნახვა
კომენტარი
ბოკუჩავა - სააკაშვილი იდევნება პოლიტიკურად, რადგან ოლიგარქებს მისი ეშინიათ
„საქართველოს ხელისუფლება კოორდინირებულად მოქმედებს, რომ ივაჭროს უკრაინის ხელისუფლებასთან და მიაღწიოს რაიმე მათთვის მისაღებ მოლაპარაკებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ საქართველოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა. როგორც ბოკუჩავა აცხდებს, სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, „რადგან ოლიგარქებს მისი ეშინიათ“. „საქართველოს ხელისუფლება კოორდინირებულად მოქმედებს პროკურატურით დაწყებული, ყველა სხვა თანამდებობის პირით დამთავრებული, რომ ივაჭროს უკრაინის ხელისუფლებასთან და მიაღწიოს რაიმე მათთვის მისაღებ მოლაპარაკებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ პროცესი არის პოლიტიკური, მიხეილ სააკაშვილი იდევნება პოლიტიკურად. რა თქმა უნდა, არანაირი სამართლებრივი საფუძველი ამ დევნას არ გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ოლიგარქებს ეშინიათ ამ ადამიანის, რომელიც იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ, იბრძვის უკრაინის და საქართველოს წარმატებული პოლიტიკური მომავლისთვის", - განაცხდა თინა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)