00:14 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 14:22:04, 1768 ნახვა

კომენტარი
რურუა: ჩვენი მოთხოვნაა, შეწყდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური დევნა

„ეს უგუნური ქმედება ძალიან დიდი სირცხვილია უკრაინის და საქართველოსთვისაც, რადგან ორივე ქვეყანაში იდევნება საქართველოს მესამე პრეზიდენტი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მორაობის“ წევრმა ნიკა რურუამ, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, უკრაინის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

აქციის მონაწილეები სააკაშვილის დაკავებას აპროტესტებენ და უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

„ჩვენი მოთხოვნა არის ძალიან მარტივი და ძალიან სწორი. შეწყდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური დევნა. ეს უგუნური ქმედება ძალიან დიდი სირცხვილია უკრაინისთვის და საქართველოსთვისაც, რადგან ორივე ქვეყანაში იდევნება საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ჩვენ უკრაინის საელჩოსთან შევიკრიბეთ იმიტომ რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ მას. ეს ელემენტარულია და ყველამ უნდა გააკეთოს, ვისაც აღელვებს ქვეყნის დემოკრატიული მომავალი“, -განაცხადა ნიკა რურუა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics