|
2015-05-07 17:50:46, 3291 ნახვა
Lifestyle
სოლიდარობის ფონდმა 97 ბავშვის დაფინანსება შეძლო 2 მილიონ 600 ათასი ლარით
სოლიდარობის ფონდმა 97 ბავშვის დაფინანსება შეძლო 2 მილიონ 600 ათასი ლარით. - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე ავრცელებს. "ბოლო მონაცემებით უკლვე 97 ბავშვის დაფინანსება შევძელით 2 მილიონ 600 ათასი ლარით.აქედან 57 ბავშვს დიაგნოსტიკა და მკურნალობა საქართველოში დაუფინანსდა, ხოლო 40 შემთხვევაში საზღვარგარეთ . დღეისათვის ფონდში ყოველთვიურად 275 000 ლარის მობილიზება ხდება. თუკი აღნიშნული თანხა 400 000 ლარამდე გაიზრდება - ჩვენ ერთად ხელმისაწვდომს გავხდით ონკოლოგიური დაავადებების მქონე 100 პაციენტისათვის ძვირადღირებულ მედიკამენტს (მაბტერას); ყოველთვიურად 600 000 ლარით ჩვენ შევძლებთ სარძევე ჯირკვლის სიმსივნით დაავადებული 250 ქალბატონისათვის გავანახევროთ კიდევ ერთი ძვირადღირებული პრეპარატის (ჰერცეპტინის) ღირებულება; 800 000 ლარამდე დონაციები კი მოგცემს საშუალებას, რომ დავაფინანსოთ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია 22 წლის ასაკზე უფროსი პაციენტებისათვის ქვეყნის მასშტაბით. მადლობა ყველა იმ საჯარო მოხელეს ვინც თუნდაც 1 ლარს რიცხავს ამ ფონდში და დიდი მადლობა ბიზნეს, რომელიც ამ ფონდის პარტნიორია. - წერს ნინო კობახიძე.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)