22:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-30 10:40:57, 1929 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი: ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დარჩება და ეს საკითხი დახურულია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დარჩება და ეს საკითხი სამუდამოდ დახურულია, - ამის შესახებ ლავროვმა იტალიურ გამოცემა Libero-სთან ინტერვიუში განაცხადა. 

როგორც ლავროვმა განმარტა, ცხადი გახდა, რომ რეფერენდუმის წყალობით და ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლით ნახევარკუნძულის მცხოვრებლებმა თავიდან სამოქალაქო ომი აიცილეს. 

"მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ყირიმის ხალხის თავისუფალ, დემოკრატიულ ნებაზე, რომლებმაც არჩევანი მშვიდობისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ გააკეთეს. თვითგამორკვევის უფლების რეალიზაციის ეს ფორმა იყო ერთადერთი შესაძლო გზა, რათა ამ ხალხის სასიცოცხლო ინტერესები უკრაინის ეროვნულ-რადიკალური ელემენტებისგან დაგვეცვა", - აღნიშნა ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მარტში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "ყირიმის რესპუბლიკის აღიარებასთან დაკავშირებით" განკარგულებას ხელი მოაწერა. ბრძანების თანახმად, "ყირიმის რესპუბლიკის" აღიარება 16 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე მოხდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics