22:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 11:49:46, 2032 ნახვა

მსოფლიო
Reuters: თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი მოკლული, სავარაუდოდ, აჰმედ ჩატაევია

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი მოკლული, სავარაუდოდ, აჰმედ ჩატაევია, - ამის შესახებ Reuters 3 სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ჩატაევი "ისლამური სახელმწიფოს" წევრი იყო და 2016 წელს თუქეთში, ათათურქის სახელობის აეოპორტში მომხდარი აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორია.

"ჩვენი ვვარაუდობთ, რომ ერთ-ერთი მოკლული შეიარაღებული პირი შესაძლოა აჰმედ ჩატაევი ყოფილიყო“, - ამის შესახებ სააგენტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.

როგორც გიორგობიანმა განმარტა, საბოლოო დასკვნების გაკეთება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც ექსპერტები მუშაობას დაასრულებენ და „გამოძიების პროცესში აშშ-ს შესაბამისი სპეცსამსახურები ჩაერთვებიან“.

კიდევ ორი წყარო, რომლებმაც ანონიმურობა მოითხოვეს, ჩატაევის გარდაცვალებას ადასტურებს.

„ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ჩატაევი იყო“, - განაცხადა ერთმა წყარომ. მეორე წყაროს თქმით, "იქ ჩატაევი იყო... მან თავი აიფეთქა“. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics