22:38 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-25 12:20:45, 2685 ნახვა

მსოფლიო
ეგვიპტეში, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა

ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე მდებარე მეჩეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ტერაქტის დროს სულ მცირე 100 ადამიანი დაშავდა. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს და ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

მედიის ცნობით, ტერორისტებმა ლოცვის დროს მეჩეთში ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს, შემდეგ კი, ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს.

როგორც BBC წერს, ათამდე ტერორისტმა ცეცხლი გაუხსნა აფეთქების შემდეგ გადარჩენილ მოსახლეობას, რომელიც მეჩეთიდან გამოსვლას ცდილობდა.

გარდა ამისა, წინასწარი მონაცემებით, გარდაცვლილთა შორის 30 ბავშვია.

ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა. ამასთან, მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics