22:38 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-25 11:49:06, 2620 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად 1.1 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად 1.1 მილიონ ევროს გამოყოფს, - ამის შესახებ  The Guardian იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, საუბარია, ევროკავშირის სპეციალურ სამუშაო ჯგუფზე "East StratCom Task Force", რომელიც რუსულ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად, 2015 წელს შეიქმნა. აღნიშნული ჯგუფი ევროკავშირის 2018-2020 წლის ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს.

დაფინანსების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილება ბრიუსელში, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე, ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის სიტყვით გამოსვლის შემდეგ მიიღეს. როგორც ტუსკმა აღნიშნა, ევროპის ერთ-ერთი რეალური პრობლემა "კიბერ-თავდასხმები, ყალბი სიახლეები და ჰიბრიდული ომია."

"ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად და ამავდროულად პატიოსნად. თუკი ჩვენ გვინდა დავიცვათ საკუთარი თავი, თუ გვინდა ჩვენი პარტნიორების დახმარება, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ევროკავშირის შიგნით არსებული საფრთხე", - განაცხადა ტუსკმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics