22:20 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-23 14:32:01, 2756 ნახვა

მსოფლიო
ჰილარი კლინტონი თვლის, რომ მის დამარცხებაში კრემლმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ჰილარი კლინტონის განცხადებით, თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი რუს ჰაკერებს აქეზებდა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

როგორც კლინტონმა აღნიშნა, ტრამპის გამო, ჰაკერები ცდილობდნენ, მის წინააღმდეგ რაიმე სამხილი მოეპოვებინათ.

„რუსმა ჰაკერებმა, რომლებსაც მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აქეზებდა, ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემ წინააღმდეგ რაიმე სამხილი ეპოვათ. რომ აშშ კიბერთავდასხმებს ჩრდილოეთ კორეიდან, ირანიდან და ჩინეთიდანაც მოელოდა, თუმცა ამერიკულ დემოკრატიას მხოლოდ რუსეთმა შეუტია“, - განაცხადა კლინტონმა.

გარდა ამისა, დემოკრატიული პარტიის წევრმა ახალი წიგნი „რა მოხდა“ (What Happened) გამოსცა. კლინტონი თავის მემუარებში დონალდ ტრამპთან დამარცხების მიზეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მის დამარცხებაში კრემლმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის შეფასებით, რუსეთი ინტერნეტს დასავლეთის დესტაბილიზაციისა და დემოკრატიის განადგურებისთვის იყენებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics