22:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 18:15:47, 2611 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი ბაშარ ალ-ასადს სოჭში შეხვდა - „მადლობა მხარდაჭერისთვის, ამას არ დავივიწყებთ“

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სირიის ლიდერს ბაშარ ალ-ასადს სოჭში შეხვდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პუტინმა სირიის პრეზიდენტი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს წარუდგინა.

მედიის ცნობით, რუსეთის ლიდერმა კოლეგას ტერორიზმთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებები მიულოცა.

როგორც პუტინმა განაცხადა, რუსეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში მალე დასრულდება და სირია "ისლამურ სახელმწიფოზე გამარჯვებას იზეიმებს". მანვე დასძინა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასადთან მოლაპარაკებებს სატელეფონო ფორმატშიც გააგრძელებს და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც გაესაუბრება.

თავის მხრივ ასადმა პუტინს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა : "ჩვენ ამას არ დავივიწყებთ" და განაცხადა, რომ "ახლა პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე უნდა იზრუნოს".





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics