22:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 17:45:26, 1966 ნახვა

კომენტარი
მარიკა დათუკიშვილი: ადამიანი, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს, არ შეიძლება უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდეს

საკრებულოს ოპოზიცია უმრავლესობის მიერ თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნიკოლოზ ჭონქაძის კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრის მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, ადამიანი, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს, არ შეიძლება უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდეს.

"ვერ მივაღწიეთ თანხმობას, რომ თბილისის მერს შევხვედროდით.კალაძეს გადაეცით, რომ ხსლხის მიერ არჩეული წარმომადგენლობითი ორგანო ვართ და პატივი უნდა სცეს საკრებულოს",-აღნიშნა მარიკა დათუკიშვილმა.

მან ვიცე-მერს ნიკოლოზ ჭონქაძესთან დაკავშირებით,  ვიდეო, აუდიო და ფოტო მასალა გადასცა.

"გადაეცით კახა კალაძეს, თუ არ იცის, რაშია ჭონქაძე დამნაშავე",-განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.

საკრებულოს უმრავლესობა კი ამბობს, რომ ნიკოლოზ ჭონქაძეს ისევე, როგორც წარმოდგენილ სხვა კადრებს მხარს დაუჭერენ.

მათივე თქმით, ნიკოლოზ ჭონქაძეს უსაფრთხოების სფეროში 22 წლიანი გამოცდილება აქვს.  საკრებულოს უმრავლესობამ ოპოზიციას წარსულიც შეახსენა და მათი ხელისუფლების პირობებში გამოვლენილ ძალადობის ფაქტებზე გაამახვილეს ყურადღება.

ცნობისთვის, ოპოზიციის მტკიცებით,  ნიკოლოზ ჭონქაძე გამოირჩევა სიძულვილის ენით და განსაკუთრებული აგრესიულობით ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics