22:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-16 13:01:23, 2235 ნახვა

მსოფლიო
The Guardian: რუსეთიდან მართული Twitter-ის ყალბი ანგარიშები ძირითადად Brexit-ის სასარგებლო ბმულებს აქვეყნებდნენ

გავრცელებული აზრი რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ ევროკავშირის ქვეყნებში გამართულ არჩევნებში, კიდევ უფრო გამყარდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა 400 ყალბი Twitter ექაუნთის შესახებ, რომელიც სანქტ-პეტერბურგის ე.წ. ტროლების ქარხნიდან იმართებოდა, - ამის შესახებ The Guardian იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული ყალბი ექაუნთები ძირითადად Brexit-ის შესახებ ბმულებს აქვეყნებდნენ.

მედიის ცნობით, ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა Twitter-ის 419 ყალბი ექაუნთი გამოაშკარევეს, რომლებიც ძირითადად ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოყოფის სასარგებლო ბმულებს და ინფორმაციას აქვეყნებდნენ და აზიარებდნენ. ყალბი ექაუნთები ძირითადად ანტიევროპული ხასიათის ინფორმაციას აზიარებდნენ.

როგორც კულტურის, მედიისა და სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, დემიენ ქოლინზმა აღნიშნა, რუსეთი სხვადასხვა საინფორმაციო არხით, აქტიურად ერევა ბრიტანეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში და საზოგადოებრივი აზრის რუსეთის სასარგებლოდ შეცვლას, ასევე პოლიტიკური პროცესების დესტაბილიზაციას ცდილობს. აღნიშნული კომიტეტი საზოგადოებრივი დეზინფორმაციისა და ყალბი ახალი ამბების საკითხზე მუშაობს.

"როგორც ჩანს, რუსეთმა შექმნა და ჩამოაყალიბა დეზინფორმაციის გავრცელების უზარმაზარი ქსელი, მათ შეუძლიათ დიდი გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე. უნდა შევისწავლოთ თუ რამდენად გავრცელებულია ეს მოვლენა და როგორ გავლენას ახდენს დემოკრატიულ პროცესებზე", - გაანცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ სხვა ქვეყნის არჩევნებშა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევის შესახებ ამერიკაშიც საუბრობენ. ამერიკის კონგრესში Twitter-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაახლლოებით, 3 ათასამდე ყალბი ექაუნთი აქტიურად აზიარებდა ჰილარი კლინტონის საწინააღმდეგო ინფორმაციას. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics