22:05 - 28 May, 2026
|
2017-11-16 11:29:58, 2505 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა
საბერძნეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ატიკას რეგიონში გადაუღებელი წვიმის შემდეგ, მდინარეები ადიდდა და ათენის შემოგარენში მდებარე დასახლებები დატბორა. სახლები და ნაგებობები ნაწილობრივ დაინგრა. სამ ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ასევე სტიქიის შედეგად სულ მცირე 37 ადაიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოშ გადაიყვანეს. მედიის ცნობით, ატიკას რეგიონში ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო და აღდგენითი სამუშაოები. ყველაზე მეტად სტიქიურმა უბედურებამ ქალაქი მანდრა დააზარალა. დატბორილია ათენის შემოგარენში მდებარე დასახლებები. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. ადგილობრივი ხელისუფლება ზარალს ითვლის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)