22:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-16 09:06:21, 2097 ნახვა

მსოფლიო
დემოკრატი კონგრესმენები დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის ინიციატივით გამოვიდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატმა კონგრესმენებმა პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის დაწყების შესახებ განაცხადეს, - ამის შესახებ ABC NEWS იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პოლიტიკოსებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენცია უკვე გამართეს. ოპონენტებმა რესპუბლიკელი პრეზიდენტი ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევაში, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში, უცხოური სახელმწიფოებისგან სახსრების უკანონოდ მიღებასა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაში დაადანაშაულეს. 

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ტენესელი კონგრესმენი სტივ კოენია.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდის განმავლობაში ტრამპის რეიტინგი კიდევ უფრო დაეცა. სხვადასხვა კვლევების თანახმად მას მოსახლეობის დაახლოებით  30 % უჭერს მხარს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics