22:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-15 15:51:08, 2150 ნახვა

მსოფლიო
The Washington Post-მა ტრამპის მიერ ნათქვამი ტყუილები დათვალა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, 1 628 ტყუილი თქვა, - ამის შესახებ The Washington Post იუწყება, რომელმაც რესპუბლიკერი პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული მცდარი ფრაზები დათვალა.

მედია საშუალების მონაცემებით, 14 ნოემბრის ჩათვლით, დონალდ ტრამპმა პოსტზე 298 დღე გაატარა, აქედან გამომდინარე, ის დღეში საშუალოდ 5,5 ტყუილს ამბობდა.

ამასთან, ბოლო 35 დღის განმავლობაში ტრამპი ყოველდღიურად დაახლოებით 9 მცდარ განცხადებას აკეთებდა.

The Washington Post-ი წერს, რომ თუ ტენდენცია შენარჩუნებდა, მიმდინარე წლის ბოლოს, ტრამპი 1 999 მცდარ განცხადებას გააკეთებს და პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ ანუ 4 წელიწადში მცდარი განცხადებების რაოდენობა 8 ათასამდე ავა. გამოცემა აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი ხშირად იყენებს გამოთქმას fake news (ყალბი ცნობები), თუმცა სიტყვით გამოსვლის დროს თავადაც უშვებს შეცდომებს.

მედიის ცნობით, ტრამპი ყველაზე ხშირად იტყუება, როდესაც ქვეყანაში უმუშევრობაზე, ამერიკული ფონდის ბაზარზე და ჯანდაცვის პროგრამა Obamacare-ზე საუბრობს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics