|
2017-11-14 16:24:09, 2046 ნახვა
კომენტარი
გიორგი ტუღუში: ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყო
„ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო ნაჩქარევი, რადგან მას არ ახლდა კონკრეტულ ციფრებში დათვლილი დანაზოგი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ტუღუშმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშრებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუ ცვლილებები ქვეყნის ეკონომიკაზე არ აისახება, ეს ნიშნავს, რომ „რეფორმა ზოგიერთი მინისტრის მოსაშორებლად გატარდა“. „როდესაც მსგავსი მასშტაბური ცვლილებები ხდება და რამდენიმე სამინისტრო უქმდება მთავარია თუ რას აძლევს ეს ქვეყანას. ეს ყველაფერი თუ არ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, მაშინ გამოდის, რომ ეს არის ფასადური რეფორმა ზოგიერთი მინისტრის მოსაშორებელი და ეს არანაირად არ არის ქვეყნისთვის სასარგებლო“, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა. შეგახსენებთ, მთავრობაში საკადრო გადაადგილებები და სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებები განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)