21:54 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-14 12:37:35, 1859 ნახვა

კომენტარი
ჯეჯელავა: მთავარ შეცდომად მივიჩნევ იმას, რომ ზოგიერთი რამის გაკეთება უფრო თამამად შეიძლებოდა

განათლების ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას შეფასებით, თანამდებობაზე ყოფნის დროს მას უფრო თამამად უნდა ემოქმედა. 

რაც შეეხება მის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს, ჯეჯელავას განმარტებით, ეს გუნდის მიერ მიღებული ერთობლიბი გადაწყვეტილება იყო. ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. 

"ჩემი ჩანაცვლება გუნდში პრემიერის, ჩემი და ჩემი კოლეგების ერთობლივმა გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომ ასე აჯობებდა განათლების სისტემისთვის და რეფორმებისთვის. ჩემს მთავარ შეცდომად მივიჩნევ იმას, რომ ზოგიერთი რამის გაკეთება უფრო სწრაფად და თამამად შეიძლებოდა, ვიდრე გრძელვადიან პერიოდში”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

ყოფილი ვიცე-პრემიერი ასევე ახალი მინისტრის გამოწვევებსაც გაუსვა ხაზი.

“ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი განათლების სისტემა ძალიან შორს არის იმ სტანდარტებთა, რაც ეკადრება ჩვენს ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი მინისტრი შეძლებს ყველაფრს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ყველა მიმართულებით. ღრმა რწმენა მაქვს, რომ ეს რეფორმები გაგრძელდება. ძალიან დადებითი განწყობა მაქვს ახალი მინისტრის მიმართ და მისი მომავალი საქმიანობის მიმართ. ვაპირებ, რომ გვერდში დავუდგე და დავეხმარო”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ჯეჯელავა განათლები მინისტრის პოსტზე თბილისის სახელმწიფი უნივერსიტეტის პრორექტორმა მიხეილ ჩხენკელმა შეცვალა. 

ცნობისთვის, ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სასწავლო საქმიანობის გაგრძელებას აპირებს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics