|
2017-11-13 13:06:26, 1928 ნახვა
კომენტარი
გიორგი ტუღუში: პროცესებს, რომელიც მთავრობაში მიმდინარეობს, ოპოზიცია წლების განმავლობაში ითხოვდა
„ევროპული საქართველოსთვის“ ამოსავალი წერტილია ე.წ. ოპტიმიზების პროცესმა ბიუროკრატიაზე ხარჯვის შემცირება გამოიწვია“,-ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი ტუღუში სამთავრობო ცვლილებებს. „პროცესები, რომელიც დღეს მიმდინარეობს მთავრობაში არის ის, რასაც ოპოზიცია წლების განმავლობაში ითხოვდა. გარდა ამისა, „ევროპული საქართველო“ არაერთხელ აყენებდა საკითხებს, რომელიც უკავშირდებოდა სწორედ ბიუროკრატიული ხარჯების შეკვეცას, სამინისტროების რაოდენობის კლებას და რაც მთავარია ხარჯვის შემცირებას. თუ ეს პროცესი არანაირად არ აისახა ბიუჯეტზე და არ გამოიწვევს საბიუჯეტო ხარჯვის მნიშვნელოვან შემცირებას, მაშინ ჩვენი აზრით, ამას რეალური ეფექტი არ ექნება“,-განაცხადა გიორგი ტუღუშმა. შეგახსენებთ, მთავრობაში საკადრო გადაადგილებები და სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებები განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)