|
2017-11-10 17:12:07, 2050 ნახვა
კომენტარი
იოჰანეს ჰანი: წელს ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება
ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და როგორც ჩანს, 2017 წელს ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება, - ამის შესახებ ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა. როგორც ჰანმა აღნიშნა, ევროკავშირი ასოცირების შეთანხმების განხორციელების პოზიტიურ შედეგებს ხედავს. „ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განახლებული დღის წესრიგი 2020 წლამდე ერთობლივი მუშაობისთვის პრიორიტეტების პრაქტიკულ ჩარჩოს გვაძლევს. ევროკავშირის სტანდარტებთან და რეგულაციებთან დაახლოება საქართველოს უფრო მეტ საშუალებას მისცემს, საერთაშორისო ბაზრის მოთამაშე გახდეს. ის ფაქტი, რომ 2017 წლის ივლისში საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელმაც ევროკავშირი და საქართველო დააახლოვა", - განაცხადა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა.
ევროკომისია: საქართველო რეგიონში უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია ევროკომისია: ევროკავშირის პრიორიტეტები საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან თანხვედრაშია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)