21:52 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 11:52:58, 2167 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დღეს აღარ გაიმართება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის დღეს დაგეგმილი შეხვედრა არ შედგება, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

თეთრი სახლის წარმომადგენლის სარა სანდერსის ინფორმაციით, შეხვედრის ორგანიზება ამერიკელი ლიდერის დატვირთული განრიგის გამო ვერ მოხერხდა.

ამასთან, შეხვედრის არ ჩატარების ცნობას კრემლი არ ადასტურებს. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის თქმით, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ტრამპის და პუტინის შეხვედრა დღეს, აზია-წყნარი ოკეანის სამიტის ფარგლებში უნდა გამართულიყო. ვლადიმერ პუტინი ვიეტნამში, სადაც   სამიტი მიმდინარეობს, უკვე ჩავიდა. ის იაპონიის პრემიერის, ჩინეთის, ვიეტნამისა და ფილიპინების ლიდერებს უნდა შეხვდეს.

შეგახსენებთ, რომ პირველად ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს პირისპირ მიმდინარე წლის ზაფხულში, "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში შეხვდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics