21:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-08 17:39:42, 2727 ნახვა

მსოფლიო
მარინ ლე პენს საპარლამენტო იმუნიტეტი ჩამოართვეს

საფრანგეთის ეროვნულმა კრებამ "ნაციონალური ფრონტის" ლიდერს მარინ ლე პენს საპარლამენტო იმუნიტეტი ჩამოართვა, - ამის შესახებ France Info იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, "ნაციონალური ფრონტის" ლიდერისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც პოლიტიკოსმა 2015 წელს Twitter-ზე "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ჩადენილი ძალადობის აქტების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. მათ შორის იყო, ამერიკელი ჟურნალისტის ჯეიმს ფოულის სიკვდილით დასჯის ამსახველი კადრებიც. ამის გამო ლე პენის წინააღმდეგ საფრანგეთში გამოძიება დაიწყო.

შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის ერთ-ერთმა პალატამ მიიღო, რომელიც 22 დეპუტატისგან შედგება.

ცნობისთვის, "ისლამური სახელმწიფოს" ფოტოების გავრცელების გამო საფრანგეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი 2015 წლის ერთ-ერთი საქმის ფიგურანტი გახდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტში ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა მარინ ლე პენისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics