21:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-08 16:08:08, 2466 ნახვა

მსოფლიო
BBC-მ სექსუალური შევიწროების 25 ფაქტზე შიდა მოკვლევა დაიწყო

ბრიტანული ტელე-რადიო მაუწყებელი BBC სექსუალური შევიწროების შესაძლო 25 ფაქტზე შიდა მოკვლევას აწარმოებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ ენ ბულფორდმა  თანამშრომლებს ნებისმიერი მსგავსი ინციდენტის გამოაშკარავებისკენ მოუწოდა.

როგორც ბულფორდმა აღნიშნა, სექსუალური შევიწროების ყველა შემთხვევა კომპანიაში დასაქმებულებს არ უკავშირდება და მომხდარს სავარაუდოდ ყოფილი თანამშრომლების მონაწილეობით ჰქონდა ადგილი.

"სექსუალური შევიწროების მხოლოდ 3 შემთხვევა დაფიქსირდა გასულ წელს, მანამდე 2 წლის განმავლობაში ფიქსირდება მხოლოდ ერთი. მას შემდეგ რაც, ჰარვი ვაინშტაინის ირგვლივ სკანდალი აგორდა, გადავწყვიტეთ, რომ ამის შესახებ მოკვლევა ჩვენს კომპანიაშიც დაგვეწყო. ჩვენ სისტემატიურად მოვუწოდებთ თანამშრომლებს, მოგვაწოდონ ინფორმაცია, იმის შესახებ თუ მომხდარა მათთან მიმართებაში რაიმე სახის სექსუალური შევიწროვება. ჩვენ უნდა მივცეთ ძალა ხალხს, რომ ხმა აიმაღლონ", - განაცხადა ბულფორმა.

ამასთან, BBC-ის გენერალურმა დირექტორმა ტონი ჰოლმა პირობა დადო, რომ მომხდარის დროულად გამოძიება მოხდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics