21:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-07 15:30:42, 2307 ნახვა

მსოფლიო
ემირ კუსტურიცა ოკუპირებული აფხაზეთის „კეთილი ნების ელჩი“ გახდა

სერბი კინორეჟისორი ემირ კუსტურიცა ოკუპირებული აფხაზეთის ”კეთილი ნების ელჩი“ გახდა, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი სერტიფიკატი და მედალი კუსტურიცას მოსკოვში გადასცეს.

კინორეჟისორი თვლის, რომ მსოფლიო თანამეგობრობამ ყურადღება უნდა მიაქციოს „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის" დაცვის საკითხს.

„მე, როგორც გაერო-ს კეთილი ნების ელჩი, მხარს ვუჭერ „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების“ მოწოდებას. ძველი ქრისტიანული ტაძრები, რომლებიც აფხაზეთში მდებარეობს, უნდა შენარჩუნდეს და მომავალ თაობებმა ისინი უნდა ნახონ“, - განაცხადა ემირ კუსტურიცამ.

მანვე დასძინა, რომ „აფხაზეთი მსოფლიო ქრისტიანობის უძველესი ცენტრია“. რეჟისორი თვლის, რომ მსოფლიო თანამეგობრობამ, განსაკუთრებით კი, გაერომ, „არ უნდა უგულებელყოს აფხაზეთში მსოფლიო ქრისტიანული კულტურის ძეგლების განადგურება“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics