|
2015-05-05 11:49:15, 961 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნესგაერთიანებები ბიზნესომბუდსმენის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურებიან
საქართველოში მოქმედმა ბიზნესგაერთიანებებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიას მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურნენ. "საქართველოს ბიზნეს ასოციაციები, როგორც ქვეყნის ეკონომიკური სფეროს უმნიშვნელოვანეს სექტორში მოღვაწე პროფესიული გაერთიანებები, შეშფოთებას გამოვთქვამთ იმ ფაქტის გამო, რომელსაც ამ რამოდენიმე დღის წინ ჰქონდა ადგილი და მიზნად ისახავს არა რომელიმე ბიზნეს სტრუქტურის დისკრედიტაციას, არამედ საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტის იმიჯისა და საქმიანი რეპუტაციისათვის, სრულიად უსამართლოდ ზიანის მიყენებას, რითაც საბოლოოდ სერიოზულ დარტყმას მივიღებთ მთლიანად ბიზნეს გარემოზე და აქედან გამომდინარე ქვეყნის ეკონომიკაზე. ბატონი გიორგი გახარია ამ თანამდებობაზე მოსვლის დღიდან გულისხმიერებით, მაღალი პროფესიონალიზმით და დიდი მონდომებით ცდილობს თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაეხმაროს ბიზნესის წარმომადგენლებს და ამის მრავალი მაგალითი არსებობს, ხოლო დღეს როგორი პარადოქსიც არ უნდა იყოს, ბიზნესს თავად უწევს მისი დაცვა, რაც სამწუხარო რეალობაა და უარყოფითად აისახება ინვესტორთა ქცევაზე. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალური ყურადღებით მივადევნებთ თვალს მოვლენების შემდგომ განვითარებას და შევეცდებით, რომ მომავალშიც მყისიერი რეაგირება მოვახდინოთ ამ ფაქტისადმი არა სამართლიანი და ტენდენციური დამოკიდებულების შემთხვევაში", -ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ - მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია, ნავთობ პროდუქტების იმპორტიორთა კაშირი, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაცია, საქართველოს ბანკების ასოციაცია, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია, საქართველოს მეხორბლეთა ასოციაცია. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კომპანია „ემ ენ ჯორჯიას" მფლობელმა ვახტანგ გოძიაშვილმა ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართა, რომელშიც კომპანიის საქმიანობაზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. განცხადებაში მოხსენიებულნი არიან გიორგი გახარია და ზვიად ჯანყარაშვილი. კომპანიის მფლობელი აღნიშნავს, რომ მათ საქმიანობაში უხეში ჩარევა მოხდა.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)