21:38 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-06 15:14:11, 2525 ნახვა

მსოფლიო
საუდის არაბეთში კორუფციის ბრალდებით დაკავებული პრინცი საქართველოს საპატიო მოქალაქეა

საუდის არაბეთში, პრინც ალ ვალიდ ბინ ტალალას, რომელსაც საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება აქვს მინიჭებული, ფულის გათეთრებაში, გამოძალვასა და მექრთამეობაში ადანაშაულებენ, - ამის შესახებ Reuters სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფომრაციით, საუდის არაბეთში კორუფციის ბრალდებით სულ 11 პრინცია დაკავებული.

როგორც საუდის არაბეთის მეფემ სალმან ბინ აბდალ აზიზ ალ საუდმა აღნიშნა, სამეფოში მასშტაბური ანტიკორუფციული კამპანია მიმდინარეობს. BBC-ის ცნობით, ალ ვალიდ ბინ ტალალას, ინვესტიციები ისეთ დიდ კომპანიებში აქვს, როგორებიც არის Apple და Twitter.

ეჭვმიტანილ პრინცის საპატიო მოქალაქის წოდება 2015 წელს მიენიჭა. მან 2015 წლის 13 ივნისს თბილისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 300 000 აშშ დოლარი გამოჰყო. საპატიო მოქალაქის შესახებ შესაბამისი განკარგულება საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics