21:39 - 28 May, 2026
|
2017-11-06 10:33:42, 2300 ნახვა
მსოფლიო
აფეთქების საფრთხის გამო მოსკოვის დიდი თეატრიდან ევაკუაცია განხორციელდა
აფეთქების საფრთხის გამო მოსკოვის დიდი თეატრიდან 700-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორცელდა, - ამის შესახებ Ria იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, კიდევ 2 800 ადამიანი სავაჭრო ცენტრ "გუმიდან" გამოიყვანეს. ასევე 2 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია სასტუმრო "მეტროპოლიდან" მოხდა. გარდა ამისა, გუშინვე, მოსკოვში ხალხის ევაკუაცია განხორციელდა კინოთეატრიდან "ფაკელ" და სხვა სავაჭრო ცენტრებიდან. მათ შორის „ევროპეისკიდან“ და „დისკონტიდან“ 11 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. საერთო ჯამში ქალაქის მასშტაბით დაახლოებით 19 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ცნობისთვის, სატელეფონო ტერორიზმის ტალღა რუსეთში 11 სექტემბერს დაიწყო. მას შემდეგ ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დაწესებულებიდან, მთლიანობაში, 1,4 მილიონი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)