21:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-03 17:40:48, 1745 ნახვა

კომენტარი
ოთარ დანელია: თხილთან მიმართებაში სერიოზულად ვიზარალეთ

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებით, მავნებელი მწერი აზიური ფაროსანა არის პრობლემა, რომელმაც მიიღო გაცილებით დიდი მასშტაბი, ვიდრე რომელიმე საერთაშორისო, თუ ადგილობრივ ექსპერტს შეეძლო წარმოედგინა.

როგორც დანელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა,  ევროკავშირის ქვეყნებში თხილის ექსპორტის თვალსაზრისით,  დაახლოებით 65 მილიონიანი კლება დაფიქსირდა:

"დარწმუნებული ვარ,  ყველა ის სახსრები იქნება მობილიზებული, რაც აუცილებელია ამ გამოწვევის დასამარცხებლად. ჩვენ სერიოზულად ვიზარალეთ თხილთან მიმართებაში, ესეც არ არის დასამალი. მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელზეც გუნდი მუშაობს,  არ მგონია, ვინმე ფიქრობდეს, რომ არ არის მისი სერიოზულობით აღქმული რომელიმე რგოლში, ვინაიდან მივიღეთ დაახლოებით 65 მილიონიანი კლება ევროკავშირის ქვეყნებში თხილის ექსპორტის თვალსაზრისით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა და ამისთვის ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ",-განაცხადა ოთარ დანელიამ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics