|
2017-11-02 15:21:42, 2514 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი შეუსაბამო სექსუალურ ქცევაში დადანაშაულების შემდეგ გადადგა
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მაიკლ ფელონი, შეუსაბამო სექსუალური ქსევის ბრალდების გამო, თანამდებობიდან გადადგა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც ფელონმა აღნიშნა, მან ვერ დაიცვა ის მაღალი სტანდარტები, რომლებსაც თანამდებობა სთხოვდა. ფელონის თქმით, ის რაც 15-10 წლის წინ ნორმალური იყო, ახლა მისაღები აღარაა. "ბოლო დროის განმავლობაში, ჩემი მისამართით რამდენიმე ბრალდება გაჟღერდა. მათი ნაწილი უსაფუძვლოა და დეზინფორმაციაა. თუმცა ვაღიარებ წარსულში სათანადოდ არ მოვქცეულვარ. ეს ქმედება არ შეესაბამებოდა ჩემს სამხედრო წოდებას, რომლის ტარების დიდი პატივი მქონდა. გავაკეთე დასკვნა და მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე", - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა. ცნობისთვის, გადადგომამდე ერთი დღით ადრე, სერ მაიკლ ფელონის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ 2002 წელს, ვახშამზე ჟურნალისტ ჯულია ჰარტლი-ბრიუვერის მუხლზე ხელის დადების გამო, ფელონმა მისგან შენიშვნა მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)