21:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 17:37:12, 1759 ნახვა

კომენტარი
გოცირიძის თქმით, ენმ-ს მმართველობის დროს წინა საახალწლო პერიოდში ლარი ყოველთვის მყარდებოდა

საპარლამენტო ფრაქცია ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯრომარე რომან გოცირიძე ლარის დევალვაციაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. 

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ზაფხულის ან ზამთრის კლიმატი ლარზე გავლენას არ ახდენს, თუ ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა სწორად წარიმართება.

‘’კვლავ გრძელდება სეზონური გაუფასურება ლარის, შარშან ეს დაიწყო ნოემბრის თვეში და ვიხილეთ პარლამენტისა და მთავრობის პანიკური მდგომარეობა, ყოველივე ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობაზე მძიმედ აისახა, დღეს ეს სეზონური დაავადება ერთი თვით ადრე დაიწყო, ამბობენ, რომ ახალი წლის მოახლოების ბრალია ან სხვა სეზონური ფაქტორების, მაგრამ იმ ცხრა წელზე რატომ არ მოქმედებდა და პირიქით შემოდგომაზე და წინა საახალწლო პერიოდში ლარი ყოველთვის მყარდებოდა. ეროვნული ბანკის საიტზე შედით, ნახეთ სტატისტიკა, სადაც სჩანს, რომ ზაფხულის ან ზამთრის კლიმატი ლარზე გავლენას არ ახდენს, თუ ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა წარიმართება სწორად. მთავარი მიზეზია საქართველოს არაკომპეტენტური ხელისუფლება და ფინანსთა სამინისტრო, რომლებიც უგუნურად იქცევიან. უგუნურების ერთ-ერთი მაგალითია, ფინანსთა სამინისტრომ, ანუ მთავრობამ, კომერციულ ბანკებს ასესხა 500 მილიონი ლარი. მანამდე გასესხებული ჰქონდა დაახლოებით 150 მილიონი და დღეს 650 მილიონით არის ხაზინიდან დაკრედიტებული კომერციული ბანკები. გსმენიათ ოდესმე, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, რომ ბიუჯეტი კომერციულ ბანკებს აკრედიტებდეს? სად მომხდარა ეს? ამას ემატება 1.7 მილიარდის ოდენობით ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსებისთვის გაცემული სესხები. მთლიანობაში ხელისუფლებამ ბანკებს მისცა ბაკნების მიერ მოზიდული სახსრების 10%-ზე მეტი. რომელ ქვეყანაშია ასე?” - განაცხადა რომან გოცირიძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics