|
2017-10-31 21:49:33, 1364 ნახვა
სპეციალური ანონსი
1 ნოემბრის ანონსი
1 ნოემბერს, 09:30 საათზე, სასტუმროში „Holiday Inn“ გაიმართება დაინტერესებული მხარეების შეხვედრა საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის პრინციპის დანერგვის შესახებ. შეხვედრას დაესწრება საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს კომპანიების, ასოციაციებისა და სავაჭრო პალატების 70-ზე მეტი წარმომადგენელი. 1 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველო-ესტონეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება, რომელსაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი დაესწრებიან. 1 ნოემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმის მონაწილეებს მიმართავენ. 1 ნოემბერს, 18:00 საათზე, არტ მენეჯმენტის სკოლა VERTIGO-ში გაიმართება ნინო ჟვანიას ვორქშოფი, რომელზეც სტუმრებს შორის იქნებიან გიორგი კეკელიძე, ვახო ბაბუნაშვილი, მიშა ჩარკვიანი, ნაჯა ორაშვილი, ჯაბა შავიშვილი და სხვები.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)