21:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-31 13:39:29, 2302 ნახვა

მსოფლიო
Google-მა, Facebook-მა და Twitter-მა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსული კვალი დააფიქსირეს

Google-მა, Facebook-მა და Twitter-მა 2016 წელს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის "მასშტაბები" გაასაჯაროვეს, - ამის შესახებ WashingtonPost იუწყება.

როგორც კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, ინტერნეტში ყალბი ექაუნთებიდან მილიონობით პოსტი ვრცელდებოდა, რომლებსაც "ინტერნეტ კვლევების სააგენტო" კურირებდა.

მაგალითად, Facebook-ის მასალების თანახმად, რუსეთის ინტერესებთან დაკავშირებული პოსტები, 126 მილიონამდე ამერიკელმა ნახა, ანუ ქვეყნის მოსახლეობის 40%-მა. კომპანია Google იტყობინება, რომ 17 არხი რუსეთმა, სავარაუდოდ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის გამოიყენა. კერძოდ, საუბარია 1108 ვიდეორგოლზე, რომელსაც 309 000 მნახველი ჰყავდა. რაც შეეხება მიკრობლოგ Twitter-ს, მასზე 2752 ანგარიში არჩევნებში ჩარევას უკავშირდება. კომპანიის მონაცემებით, 2016 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით, რუსეთთან დაკავშირებული ანგარიშებიდან შეტყობინებების მიღება გაიზარდა. კერძოდ კი, ექაუნთებიდან რუსეთთან დაკავშირებით 1,4 მილიონი შეტყობინება გავრცელდა.

ცნობისთვის, 28 სექტემბერს, აშშ-ის კონგრესმა Google-ის, Facebook-ის და Twitter-ის ხელმძღვანელები კონგრესში მოსმენაზე დაიბარა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics