21:11 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-30 19:21:16, 2050 ნახვა

კომენტარი
„ზიზღი და ძალადობა ჩვენი საზოგადოებისთვის უცხოა“ - პრეზიდენტი გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტნის გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია მიუღებელია.

მარგველაშვილმა საზოგადოებას მოუწოდა ეთნიკური, რელიგიური კუთვნილებისა და სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების მიმართ ტოლერანტულები იყვნენ.

"მიუღებელია გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია.

ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. ვგმობ ძალადობის გამოვლინებას ნებისმიერი ფორმით.

მივესალმები სპორტული საზოგადოების ერთსულოვან მხარდაჭერას გურამ კაშიას მიმართ, ზიზღი და ძალადობა ჩვენი საზოგადოებისთვის უცხოა. ჩემი მხარდაჭერა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცეკაპიტანს და არნემის „ვიტესის“ კაპიტნს გურამ კაშიას", - განაცხადა მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics