21:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-28 17:33:49, 2823 ნახვა

მსოფლიო
პუჩდემონმა კატალონიის მოსახლეობას „დემოკრატიული ბრძოლისკენ“ მოუწოდა

კატალონიის გენერალიტეტის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი ესპანეთის მიერ რეგიონში პირდაპირი მმართველობის დაწესებას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ Ria იუწყება.

პუჩდემონმა კატალონიის მოსახლეობას მშვიდობიანი გზით „დემოკრატიული ბრძოლისკენ“ მოუწოდა.

"ყველაფერი უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით, დემოკრატიული წინააღმდეგობის გაწევით უნდა დავიცვათ დამოუკიდებლობა. ცივილიზებულ საზოგადოებაში პარლამენტს ირჩევს ხელისუფლება. ჩვენ არ გვსურს, რომ ძალის გამოყენების მიზეზად ვიქცეთ. გუშინ, იყო ისტორიული დღე. კატალონიის პარლამენტმა ის მანდატი შეასრულა, რომელიც მას ხალხმა გადასცა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობის მიმართულებით", - განაცხადა პუჩდემონმა.

მანვე დასძინა, რომ ოფიციალური მადრიდის გადაწყვეტილება, კატალონიის მოსახლეობის სურვილს არ ესადაგება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics