21:09 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-27 12:53:46, 2200 ნახვა

მსოფლიო
Twitter-მა Russia Today-ს და Sputnik-ს სარეკლამო პოსტების განთავსება აუკრძალა

სოციალურმა ქსელმა Twitter-მა, Russia Today-ს და Sputnik-ს ნებისმიერი სახის სარეკლამო პოსტების განთავსება აუკრძალა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, გადაწყვეტილება ამერიკის დაზვერვის სამსახურის დასკვნების საფუძველზე მიიღეს. მათ დაადგინეს, რომ ორივე რუსული ორგანიზაცია 2016 წელს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა.

მედიის ცნობით, აშშ-ს დაზვერვის თანახმად, რუსეთის ხელისუფლებამ დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ ჰაკერული თავდასხმები განახორციელა. ასევე, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები უარყოფითად აშუქებდნენ კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიას.

მედია საშუალების ინფორმაციით, ამერიკის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ ანგარიში 2017 წლის იანვარში გამოქვეყნდა.

ამასთან, Twitter-ის ხელმღვანელობამ განაცხადა, რომ ყველა სახის, მათ შორის პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე ახალ წესებს შემოიღებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics