21:00 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-25 17:55:11, 2609 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილმა პოროშენკოს ადმინისტრაციისგან უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ დოკუმენტი მიიღო

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მან უკრაინის მოქალაქეობის წართმევის შესახებ შესაბამისი დოკუმენტი პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციისგან უკვე მიიღო, - ამის შესახებ 112.UA იუწყება.

როგორც სააკაშვილმა განმარტა, ვინაიდან მოქალაქეობის წართმევის შესახებ საბუთი ხელზე აქვს, ის პრეზიდენტის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

„დღეს თუ ხვალ სასამართლოში წავალ. როგორც იქნა ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩემი მოქალაქეობის საკითხზე. გავასაჩივრებთ ჩემი მოქალაქეობის ჩამორთმევას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 26 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. ცნობისთვის, მანადე ეს მოქალაქეობა თვითონ პოროშენკომ 2015 წელს მიანიჭა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics